კახა კალაძის, ზურაბ ნოღაიდელისა და ლევან პირველის ფარული შეხვედრები ვენაში

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 24, 2016 19:59

კახა კალაძის, ზურაბ ნოღაიდელისა და ლევან პირველის ფარული შეხვედრები ვენაში

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ„გაზპრომი“ „პროგრესბანკს“ ყიდულობს?

კახა კალაძის, ზურაბ ნოღაიდელისა და ლევან პირველის ფარული შეხვედრები ვენაში

 

„ოცნებაში“ დაწყებულმა შიდა ომმა საზოგადოებას „გაზპრომის“ გარშემო განვითარებული მოვლენები დავიწყა, ანუ ამ საკითხმა თითქოს მეორე პლანზე გადაწია, მაგრამ ამ სკანდალურ თემასთან დაკავშირებით „თაიმერს“ სარწმუნო წყარომ სკანდალური ინფორმაცია მოაწოდა. საქმე ეხება გასულ კვირას, კერძოდ, პარასკევს ვენაში გამართულ შეხვედრას, რა დროსაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და, ამავე დროს, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის თაობაზე მედიაში მწირი ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა. „ვენაში ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა ,,გაზპრომის წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის. მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა და გრძელდება სამუშაო პროცესი მხარეებისათვის მისაღები პირობების შეთანხმების მიზნით, – ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, თუმცა „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო ამ შეხვედრის სკანდალურ დეტალებს ყვება.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ, პერიოდულად, ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე, მაგრამ ის, რაც მე ვიცი, არასოდეს არავის უთქვამს. ახლა, არ ჩამეკითხოთ, თუ საიდან ვიცი, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი ეს კერძო ინტერსებს უკავშირდება და იცით, ამის თქმის საფუძველს რა მაძლევს? – ამ მოლაპარაკებებში მხოლოდ კალაძე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი კი არა, კერძო პირებიც მონაწილეობენ. ეს კერძო პირები კი ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი და ყოფილი დეპუტატი ლევან პირველი არიან,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

noxaideli

„თაიმერის“ წყარო ამ კონტექსტში კალაძე-ნოღაიდელის წარსულ ურთიერთობას იხსენებს და თავის ზემოთქმულ ნათქვამს სწორედ ამ ბეგრაუნდით ამყარებს:

„იმაში ახალი და სკანდალური არაფერია, რომ კალაძესა და ნოღაიდელს ბიზნესინტერესები აკავშირებთ. მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. ალბათ, ისიც გემახსოვრებათ, რომ 2007 წლის 7 ნომებრის შემდეგ, ერთ-ერთ სატელევიზო გამოსვლის დროს კალაძემ მიშა დაიცვა. დიახ, ვიდრე „ბიძინისტი“ გახდებოდა, კალაძე ჩვეულებრივი „მიშისტი“ იყო. ახლა, ჩემი აზრი თუ გაინტერსებთ, ეს არც მიკვირს, რადგან კალაძე ჩვეულებრივი ბიზნესმენია და ნებისმიერი ბიზნესმენი ცდილობს, საქმეები კარგად რომ წაუვიდეს, ხელისუფლებასთან კარგი და დალაგებული ურთიერთობა ჰქონდეს. 

კალაძისა და ნოღაიდელის პარტნიორობის სფერო თავიდანვე ენერგეტიკა იყო და, როგორც მსმენია, ისინი „ენერგოპროშიც“ იკვეთებიან. მათ საერთო ინტერესები საბანკო სფეროშიც ჰქონდათ. ნამდვილად არ ვიცი, კალაძე და ნოღაიდელი ბიზნესპარტნიორები როგრო გახდნენ, მაგრამ ამაზე ჩემი მოსზრებები მაქვს, ანუ კალაძე, პრინციპში, ღიად ახდენს იმის აფიშირებას, რომ ბერლუსკონესთან არის დაახლოებული. ცნობილია, რომ ბერლუსკონეს რუსულ პოლიტიკიურ ელიტასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ნოღაიდელზეც არაერთხელ თქმულა, რომ მის, როგორც პოლიტიკოსის უკან, შესაძლოა, კრემლის გავლენიანი ფიგურები იდგნენ. ნოღაიდელზე, როცა მან პოლიტიკური პარტია შექმნა, ისიც ითქვა, რომ თითქოს მიშას დავალებებს ასრულებდა. თუ ამ კულუარულ ინფორმაციებს გარკვეულ ლოგიკაში მოვაქცევთ, შეიძლება, იქამდე მივიდეთ, რომ მათი დაახლოება სწორედ ჩრდილოეთში მოხდა, მით უმეტეს, რომ მიშას რუსული გავლენებიც არ ახალია,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც თავის ვინაობას, ტრადიციულად, არ ამხელს, თუმცა დასძენს, რომ იმის შესახებ, რომ ვენაში, „გაზპრომთან“ გამართულ მოლაპარაკებებეში, კალაძესთან ერთად, არაოფიციალურად  ნოღაიდელი და ლევან პირველიც მონაწილეობდნენ, არსებობს ფოტომასალა.

„მართალია, ეს ფოტოები მე არ მაქვს, მაგრამ დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ, მოიძიონ და გამოაქვეყნონ კიდეც. თუ ეს ინფორმაცია ტყუილია, მაშინ ოფიციალურად ის მაინც უარყოს ვინმემ, რომ ბოლო ვიზიტის დროს, კალაძე ნოღაიდელს არ შეხვედრია. ისე, პირადად მე, მართლა მაინტერსებს, კალაძისა და „გაზპრომის“ წარმომადგენლების შეხვედრებიდან, ვიდეოს თავი რომ დავანებოთ, ფოტომასალები მაინც რატომ არ ვრცელდება ხოლმე? აი, ამიტომ გონია ხალხს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულია,“ – ამბობს ჩვენი წყარო.

გარდა ამისა, „თაიმერის“ რესპოდენტი კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციას გვაწვდის და გამოთქვამს ვარაუდს, რომ „გაზპრომი“ ქართული საბანკო სექტორითაც არის დაინტერსებული.

„დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ არსებობს გარკვეული სიგნალები, რომ რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ საქართველოში შეიძლება, ერთ-ერთი მოქმედი ბანკის  სრული აქტივები იყიდოს. ამ სიგნალების მიხედვით, ეს ბანკი შეიძლება, კალაძე-ნოღაიდელთან ასოცირებული „პროგრესბანკი“ იყოს“, – ამბობს „თაიმერის“ წყარო.

ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება „პროგრესბანკში“ ვცადეთ, თუმცა სატელეფონო საუბრის დროს წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ბანკში კომენტარი არ გააკეთეს.

რაც შეეხება ლევან პირველს, ის ქართულ პოლიტიკაში თავის დროზე აქტიური პოლიტიკური სახე იყო. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა „მრეწველებთან“. გარდა ამისა, პირველის ანგარიშზე არის ერთი კრიმინალური ისტორია, რომელზეც ქართულ მედიაში თავის დროზე ბევრი იწერებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა, პირველმა საქართველო დატოვა და მას შემდეგ ავსტრიაში ცხოვრობს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 24, 2016 19:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics