კახა კალაძესთან სხვადასხვა პროექტებზე კონსულტაციები გვქონდა, თუმცა მის გუნდში მუშაობაზე საუბარი არ ყოფილა

კახა კალაძესთან სხვადასხვა პროექტებზე, საკითხებზე კონსულტაციები გვქონდა, კონკრეტულად მის გუნდში მუშაობაზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, რამდენად მოსალოდნელია მუშაობა კვლავ მერიაში განაგრძოს.

ლექვინაძისთვის უცნობია, რომელი მაღალჩინოსნები შეინარჩუნებენ თანამდებობას ახალი მერის მისვლის შემდეგ.

მისივე თქმით, მხარს დაუჭერს და მიესალმება იმ პროექტების განხორციელებას, რომელსაც კახი კალაძე თავის გუნდთან ერთად აპირებს.

„ბუნებრივია, რომ ბატონ კახას ჰყავს თავისი გუნდი იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც მას აქვს და ბუნებრივია, ის თავის გუნდთან ერთად განახორციელებს ამ პროექტებს. დაველოდოთ. მე ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები, მხარს დავუჭერ იმ თემების განხორციელებას, რომელსაც ბატონი კახა აპირებს თავის გუნდათ ერთად. სხვადასხვა პროექტებზე, საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა. მხოლოდ ამ დონეზე. კონკრეტულად რაიმე შემოთავაზებაზე საუბარი არ გვქონია“, – განაცხადა ლექვინაძემ.

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობაში საკუთარი გუნდით აპირებს მისვლას.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოში ნიკა მელიას ნაცვლად, შესაძლოა, მარიკა დათუკიშვილი შევიდეს
შემდეგი სტატია”ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს თბილისის ქუჩებს პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გაასუფთავებენ