კახა კალაძემ მოადგილეებს მშენებლობის მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაავალა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2018 11:29

კახა კალაძემ მოადგილეებს მშენებლობის მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაავალა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს.

„დღეს, თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი და კომპლექსური პრობლემა ჰაერის მტვრით დაბინძურებაა, რასაც მასშტაბური მიდგომები სჭირდება. ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები, არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე. გრუნტის და მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი პრობლემაა. შესაბამისად, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციები აუცილებლად უნდა გავამკაცროთ, რომელიც კონკრეტულად მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას გულისხმობს. არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ქვის დამუშავება ხდება და მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებისა და განთავსების მიმართულებით, ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.

„არის შემთხვევები, როდესაც დიდი ავტომობილები საშენი მასალით, ღიად და დამცავი ბადეების გარეშე გადაადგილდებიან. ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ქალაქს ამტვერიანებს და ამას ჩვენი შვილები სუნთქავენ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები დაამუშაონ და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინონ, რომელიც თანამშრომლობისთვის მზადაა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2018 11:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,159
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics