კახა კალაძე – ვერეს ხეობაში არანაირი სასტუმრო არ აშენდება

თუ ვინმემ დრო იხელთა, ტრანზიციის პერიოდში, გავარკვევთ – ვერეს ხეობაში არანაირი სასტუმრო არ აშენდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვერეს ხეობაში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„ვერეს ხეობაში არანაირი სასტუმრო ვერ და არ გაკეთდება. ეს არის რეკრეაციული ზონა. ჩვენ გვექნება სპეციალური მიდგომა ამ ხეობის განვითარებისთვის. არსებობს ზოგადად კონცეფცია, როგორ შეიძლება მისი განვითარება. თუ ვინმემ რაღაც დრო იხელთა, ვიდრე ტრანზიციის და გარდამავალი პერიოდი იყო, არ ვიცი, ამას გავივლით, თუმცა ვერეს ხეობაში ვერანაირი სასტუმრო ვერ აშენდება“, – განაცხდა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრი ნიკა ვაჩეიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიის ზონალური საბჭოს ხუთმა წევრმა დადებითი რეკომენდაცია გასცა მდინარე ვერეს ხეობაში 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე – შეუძლებელია, მას მისჯილი აქვს
შემდეგი სტატიაენმ მთავრობისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელის