კახა კალაძე თბილისის მერად მისი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს

საქართველოს ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე დედაქალაქის მერად მისი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს.ამის შესახებ კალაძემ გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.

“ადგილობრივ არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დრო არის დარჩენილი და გუნდში ამაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, მე შემიძლია გითხრათ, რომ მაქვს საკმაოდ საპასუხისმგებლო კანდიდატურა, ვარ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემირი. თუ ვინ იქნება კანდიდატად წარმოდგენილი, ეს აუცილებად უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მე პირადად რაც შემეხება, მაქსიმალურად მზად ვარ გუნდის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვიმოქმედო. ჩემთვის თანამდებობა არასოდეს ყოფილა პირველი და მნიშვნელოვანი . ჯერ გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება წამოიწიოს ეს საკითხი , თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველი მე ვიქნები ვინც ამას გაცნობებთ “- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე : ვინც კანონის წინააღმდეგ წავიდა დაისჯება უმკაცრესად
შემდეგი სტატია(Video) ყველა მსხვილ ნარკორეალიზატორს ლევან იზორიას ძმა, ვახტანგ იგივე კიკა იზორია ,,კრიშავს” – კილაძე