კახა კალაძე შს მინისტრად მის შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრად მის შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს.

კალაძის თქმით, მას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა აქვს და საქმიანობის გაგრძელებას სწორედ ენერგეტიკის სამინისტროში აპირებს.

„მე ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა მაქვს, ვარ ენერგეტიკის მინისტრი. ენერგეტიკაში იმ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რომელიც დაანონსებულია“, – განაცხადა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა განცხადება ასევე, გააკეთა ხარჯებისა და ადამიანური რესურსების შემცირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უწყებაში ხარჯების შემცირება იგეგმება, ადამიანური რესურსების შემცირება კი, ყველაზე ბოლო ნაბიჯია.

„დავაანონსეთ ხარჯების შემცირება ყველა მიმართულებით. ყველა უწყება და უწყების ხელმძღვანელი, თვითონ გადაწყვეტს რა მიმართულებით იქნეს ეს ხარჯები დაზოგილი. ვფიქრობ, რომ ადანიანური რესურსი ყველაზე ბოლო მიმართულებაა. სხვა მიმართულებითაც შესაძლებელია, ხარჯების შემცირება და ეს ასეც მოხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა და პრობაციონერებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
შემდეგი სტატიაბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მამაკაცი დაიწვა