კახა კალაძე – შიდაპოლიტიკურ მოვლენებს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოვლენებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან კავშირი არ აქვს.

კალაძის განმარტებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი უახლოოეს პერიოდში გადაწყდება.

“ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მიმდინარეობს მუშაობა. უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ ახლა, არ იყოს თანხმობა და სექტემბერში გადაიწიოს. რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ მოვლენებს, არანაირი კავშირი არ აქვს მას ვიზალიბერალიზაციასთან. იქ არის ევროპული ქვეყნების პრობლემები, რაც მიგრაციასთან დაკავშირებით არსებობს. საქართველომ ყველა რეფორმა განახორციელა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმოძრაონ ევროპულ ქვეყნებში”,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოდაღების თაობაზე “10 ივნისს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოზიციის შეჯერება უნდა მოხდეს, რაც ევროკავშირის საბჭოს პოზიციის ჩამოყალიბებას ნიშნავს”.

banner
წინა სტატიაში”ტაბულა”- ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ივანიშვილს ახალი ფორმატი
შემდეგი სტატიაგორის მერი – გორის საკრებულო საკმაოდ ტენდენციური გახდა