კახა კალაძე – საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც

თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან ერთად დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურის მეორე ავტობაზა დაათვალიერა. კომპანიის ხელმძღვანელმა ნუგზარ ჭეიშვილმა მომავალ მერს სატრანსპორტო მომსახურების სფეროში არსებული პრობლემები გააცნო. შეხვედრის შემდეგ კახა კალაძემ მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

,,ტრანსპორტთან დაკავშირებით ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც. ვაპირებთ არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას ოთხი წლის განმავლობაში ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. 143 ავტობუსი შემოიყვანა თბილისის მერიამ, რაც მისასალმებელია, თუმცა არ არის საკმარისი. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა, რომ ძველი გაუბედურებული ყვითელი ავტობუსებსი პარკი იქნეს ჩანაცვლებული”, – განაცხადა კახი კალაძემ.

დღესვე კახა კალაძემ მუნიციპალური ტრანსპორტით იმგაზავრა და მოქალაქეებისგან საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ავტობაზაში 800 ავტობუსია, აქედან 524 ავტობუსი ემსახურება დედაქალაქს.

banner
წინა სტატიაშიმეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა