კახა კალაძე – სახელფასო ფონდი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება

თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას, რომლის თანახმად სახელფასო ფონდი იზრდება. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელფასო ფონდის არც ერთი თეთრით გაზრდა არ არის დაგეგმილი.

„ოპოზიცია არა, ამას საუბრობს გაკოტრებული პოლიტიკური პარტია, დეგრადირებული ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც არის გამარგინალებული პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის დიდი ტყუილი და სიცრუე. სახელფასო ფონდი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერს კახა კალაძეს მოუწოდებს, საკრებულოდან გაითხოვოს საბიუჯეტო ცვლილებები, რომელიც, მათი შეფასებით, არ ასახავს თბილისელების ინტერესებსა და საჭიროებებს. მათივე ინფორმაციით, მერიაში იქმნება ახალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, იზრდება შტატები და სახელფასო ფონდი.

banner
წინა სტატიაშიდოდო გუგეშაშვილის შვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
შემდეგი სტატია,,გამოძიება, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგაა მიმართული”