კახა კალაძე: „ქართულ ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი უპირატესობა

პარტია „ქართული ოცნება“ დღეს არის საქართველოში ერთდერთი ძალა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი შანსი და შესაძლებლობა, არჩევნები მოიგოს ძალიან დიდი უპირატესობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„ამაზე ზოგადად მეტყველებს ისიც, რომ ბოლო არჩევნები, თუნდაც გარდაბანში, მარტვილში, ძალიან დიდი უპირატესობით და წარმატებით დასრულდა. კვლევებით, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, აშკარად ჩანს, რომ „ქართულ ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი უპირატესობა. საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აქვს იმედი, ჯერა „ქართული ოცნების“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რომ აგვისტოში რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობების დატოვებას აპირებენ, კალაძემ აღნიშნა, რომ „აგვისტოში ალბათ ყველა იმ მინისტრს, რომელიც ჩართული იქნება საარჩევნო პროცესებში, მოგვიწევს თანამდებობის დატოვება“.

„აქ რაღაც სენსაციურს ვერაფერს ვხედავ. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც არის პოლიტიკის თანმდევი. ზოგადად, რაც ხდება ქვეყანაში კოალიციასთან მიმართებაში, მხოლოდ დადებითად შევაფასებდი. ვიქნებით თუ არა სიაში, ვნახოთ, გუნდში ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი „აჭარისწყალი ჯორჯიას“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: ეს ყველაფერი ფარსია, მთავარ კითხვას რომ არ გაეცეს პასუხი – ვინ ავრცელებს კადრებს