კახა კალაძე ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოსახლეობისსაჭიროებებს ეცნობა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის სხვადასხვაუბნების შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა დაიწყო. მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა დღეს, მთაწმინდისრაიონის მოსახლეობასთან გამართა. კახა კალაძემ იმ ძირითადმიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც მუშაობას გეგმავს. მერობის კანდიდატი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებითმიზნით, არსებული სკვერების მოვლა-პატრონობის გარდა,რეკრეაციული სივრცეების მოწყობასაც გეგმავს. „ვგეგმავთ მასშტაბური პარკების მოწყობას. ერთ-ერთიადენდროლოგიური პარკი, რომელიც დასვენების საუკეთესო ადგილიიქნება. ასევე, დაწყებულია თბილისის ზღვაზე ზოოპარკის მოწყობა. ესპროექტი გაგრძელდება, ხოლო ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიადა „მზიური“ საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება და დასასვენებლადერთიანი მწვანე სივრცე მოეწყობა“, – განაცხადა თბილისის მერობისკანდიდატმა.კახა კალაძის თქმით, არ დაუშვებს, რომ სკვერებსა და სპორტულმოედნებზე საცხოვრებელი სახლები აშენდეს. მისივე განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისმიზნით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, მეტროსადგურებისრეაბილიტაცია და ახალი საბაგირო ხაზების დაპროექტება მოხდება.გარდა ამისა, მერია მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექნიკურიდათვალიერების შემოღებას. კახა კალაძე მთაწმინდის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ძველითბილისის ისტორიული შენობების რეაბილიტაციაზე, თბილისისიერსახეზე და ვიზუალური სტანდარტის შექმნაზე იზრუნებს. მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან ერთად,საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა
ჯიშკარიანი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილთალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკამდინარაძეც შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას შვილი მას „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა
შემდეგი სტატიასაქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი