ბოტანიკურ ბაღში ჰესი არ შენდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ გამოუვიდა ნიკანორ მელიას საზოგადოების მოტყუება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის სიცრუესა და დემაგოგიაზე დაფუძნებული ორგანიზაცია“,-აღნიშნა კალაძემ.
კახი კალაძის თქმით, საუბარი იყო პატარა ჰესზე, რომელიც წავკისში უნდა აშენებულიყო, თუმცა იმ მოცემულობით, რითაც ინვესტორს აქვს შემოტანილი განახცადი, პროექტი ფინანსურად საინტერესო არ არის.