კახა კალაძე – მშობლებს არ მივცემთ უფლებას, ბავშვები ავარიულ ბაღში ატარონ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით შემოწმებული 24 ბაგა-ბაღიან, 3 ბაღი სააღმზრდელო პროცესს საფრთხეს უქმნიდა და ისინი დროებით დახურეს.

კალაძის თქმით, რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე აღსაზრდელებს იმავე რაიონში მდებარე სხვა ბაღებში გადაანაწილებენ.

“პირველივე დღეებიდან, როდესაც უფლებამოსილება მოგვეცა, განვაცხადე, რომ ბაღები არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას, პატარებს. გვინდა, რომ სტანდარტები გავაუმჯობესოთ, გავხადოთ თანამედროვე, ევროპული. ეს ეხება, როგორც აღმზრდელობით პროცესს, ასევე შენობებს, სადაც პატარები იმყოფებიან, ეს უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღები. დაგეგმილი გვაქვს, როგორც ახალი ბაღების მშენებლობა, ასევე არსებულის რეაბილიტაცია. ჩვენი მოთხოვნა იყო ჩაგვეტარებინა გამოკვლევა არსებული ბაგა-ბაღების. 24-დან 3 ბაგა-ბაღი არის ავარიულ მდგომარეობაში. ის არის საშიში სააღმზრდელო პროცესისთვის. შესაბამისად, მივიღეთ გააწყვეტილება ეს ბაღები დროებით დაიხურება და ბავშვები გადანაწილდებიან სხვადასხვა ბაღებში იმავე რაიონში. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახლავე დავიწყებთ და ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. როდესაც საქმე ეხება პატარებს, ჩვენს შვილებს, კომპრომისზე ვერ წავალთ. პრინციპულად ვუდგებით ამ საკითხებს. ყველა მიმართულება, სადაც პრობლემები არსებობს, იქნება მოწესრიგებლი. მშობლებლებს თუ არ აქვთ პრობლემა და შეუძლიათ ატარონ ბავშვები ავარიულ ბაღში, გარისკონ, ჩვენ ამის საშუალებს და უფლებას არ მივცემთ, რადგან ჩვენ თავზე ვერ ავიღებთ ამ პასუხისმგებლობას. პირველ რიგში, თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ შვილები ავარიულ ბაღში არ ატარონ. ჩვენ ყველაფერს ძალიან სწრაფად გავაკეთებთ იმისთვის, რომ ავარიულ ბაღებში, სადაც სწავლა შეწყდა, რეაბილიტირებული იყოს და მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია”, -განაცხადა კალაძემ.

თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები ორშაბათიდან იმავე რაიონებში არსებულ სხვა ბაღებში გადანაწილდებიან და შენობების გამაგრების შემდეგ, ძველ ბაღებში დაბრუნდებიან.

დღეს აღნიშნული ბაღების აღსაზრდელების მშობლების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების შესახებ ისინი წინასწარ არ გააფრთხილეს, ასევე ისინი მოითხოვენ, რომ ბავშვები ახალ ბაღებში ჯგუფურად გადავიდნენ და ჯგუფები არ დაიშალოს.

banner
წინა სტატიაში„კარფურში“ დამზადებული ქათმის სენდვიჩის მიღების შედეგად 16 ადამიანი მოიწამლა, მათი ნაწილი ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს
შემდეგი სტატიაბაღებში სინამდვილეში ულუფა გაზრდილი არაა!?