კახა კალაძე – მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართება კონსულტაციები

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 14, 2018 19:26

კახა კალაძე – მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართება კონსულტაციები

მნიშვნელოვანი

  • მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართება კონსულტაციები გუნდში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

სხვა სტატიები

მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართება კონსულტაციები გუნდში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძემ მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვის პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდში მისი კანდიდატურა ერთხმად იქნა მიღებული.

„დღეს იყო შეხვედრა უმრავლესობასთან, მანამდე იყო პოლიტსაბჭოს შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. ყველას მხრიდან იყო თანხმობა. ამის შემდეგ უმრავლესობაში მოხდა მსჯელობა და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მამუკა ბახტაძე იყოს წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად.

რაც შეეხება იმ მიმართულებებს რაზეც მამუკამ თავადვე ისაუბრა, ეს არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ასევე ის რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელდეს. მგონია, რომ ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც დღეს აქტუალურია ქვეყანაში.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ამასთან დაკავშირებით მამუკას ხელმძღვანელობით გაიმართება კონსულტაციები გუნდში და თუ ვინ იქნება წარდგენილი მინისტრების თანამდებობაზე, ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში“, -განაცხადა კახა კალაძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 14, 2018 19:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics