კახა კალაძე: ყველამ ერთად უნდა ვიღონოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები ქვეყანაში არ განმეორდეს

ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ბატონ გიგა ბოკერიას, ნიკოლოზ მელიას ახლდნენ თავისი მხარდამჭრები, ისე „ქართულ ოცნებასაც“ ყავდა თავისი მხარდამჭერები, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 22 მაისს, სოფელ კორცხელში შუალედურ არჩევენბზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

“ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია, ხდება მობილიზება მხარდამჭრების, გამხნევება, ეს რაღაც სიახლე არ არის, თუმცა ფაქტი, რომელიც გუშინ მოხდა პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნებისთვის” არის კატეგორიუად მიუღებელი. ასეთი ფაქტები, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიღონოთ ყველაფერი იმისთვის, ასეთი ფაქტები ქვეყანაში არ განმეორდეს.

ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან 22 მაისს ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. დაპირპისრების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი და „ქართული ოცნების“აქტივისტები დაზარალდნენ.

კორცხელში მომხდარ დაპირპისრებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკემერონი: თურქეთის ევროკავშირის წევრი 3000 წელს გახდება
შემდეგი სტატია”ეს იყო ცივსისხლიანი მკვლელობა”- იან კელი ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე