კახა კალაძე: გვაქვს მოსაზრება, რომ მოვახერხოთ დოლარში აღებული კრედიტების ლარში გადაყვანა

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები დოლარში აქვთ აღებული, ამიტომ ლართან მიმართებაში დოლარის გამყარება, მათთვის მძიმეა.

კალაძის თქმით, მთავრობას აქვს მოსაზრება, რომ აღნიშნული კრედიტების ლარში გადატანა მოხდეს.

„დღეს ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები ბანკებიდან გამოტანილი აქვთ დოლარში და ეს ყველაფერი მძიმეა მათთვის.

ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა. ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს და დაეხმაროს.

დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის განხორციელება გარკვეული შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს“,-განაცხადა კალაძემ.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2. 5078 ლარი ეღირება. 26 ნოემბრისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.5026 ლარი იყო.ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები დოლარში აქვთ აღებული, ამიტომ ლართან მიმართებაში დოლარის გამყარება, მათთვის მძიმეა.

კალაძის თქმით, მთავრობას აქვს მოსაზრება, რომ აღნიშნული კრედიტების ლარში გადატანა მოხდეს.

„დღეს ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები ბანკებიდან გამოტანილი აქვთ დოლარში და ეს ყველაფერი მძიმეა მათთვის.

ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა. ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს და დაეხმაროს.

დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის განხორციელება გარკვეული შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს“,-განაცხადა კალაძემ.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2. 5078 ლარი ეღირება. 26 ნოემბრისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.5026 ლარი იყო.

banner
წინა სტატიაში“ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება”- ლევან მურუსიძე ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა