კახა კალაძე „გაზპრომ-ექსპორტისა” და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას შეხვდება

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე 23-24 დეკემბერს ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტისა” და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კახი კალაძე „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს 23 დეკემბერს, ხოლო კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას 24 დეკემბერს შეხვდება.

“კომპანია „ინტერ-რაოსთან“ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება”,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
შემდეგი სტატიაშსს-მ მარნეულში დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა