კახა კალაძე: ეროვნული ბანკის კეთილსინდისიერად მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის გვენეტაძეს არ იცნობს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი მოისმენს კობა გვენეტაძის ხედვებს და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„მე არ ვიცნობ კობა გვენეტაძეს, თუმცა წარდგენილ კანდიდატურაზე პარლამენტში იმსჯელებენ. ზოგადად, ამ ინსტიტუტის სწორი, გამართული და კეთილსინდისიერი მუშაობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძე დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიცესკო პარტიებს მოუწოდებს, დროულად განახორციელონ საჭირო პროცედურები
შემდეგი სტატია“ანაკლიის პორტი შეერთებული შტატებისა და საქართველოს მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების მაგალითია”