კახა კალაძე CT-PARK-ის წინააღდეგ სამართლებრივი ბრძოლის დასაწყებად ემზადება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 10, 2017 13:32

კახა კალაძე CT-PARK-ის წინააღდეგ სამართლებრივი ბრძოლის დასაწყებად ემზადება

თბილისის ახლად არჩეული მერი CT-PARK-ის წინააღდეგ სამართლებრივი ბრძოლის დასაწყებად ემზადება – კახი კალაძის თქმით, კომპანიის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხები.

თუმცა, პასუხი სხვა კითხვასაც უნდა გაეცეს – კერძოდ, გადაიხდის თუ არა მერია ჯარიმას 25 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მას პარკირების კომპანიასთან ნაადრევად გაწყვეტილი კონტრაქტის გამო დაეკისრება.

კომპანია CT-PARK-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით, კახა კალაძეს არარეალური სტატისტიკა მიაწოდეს.

“არჩეულმა მერმა ისაუბრა 99%-ზე, გასაჩივრებული ჯარიმების. ეს სტატისტიკა არ არის რეალური და ვფიქრობთ, რომ მას არ მიაწოდეს რეალური სტატისტიკა, რადგანაც რეალურად გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0.2% ხდება სადაო და აქედანაც დავის შემდეგ, უმეტეს საქმეებს იგებს კომპანია CT-PARK. შეკითხვები ჰქონდა დავით ნარმანიასაც, აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის ყოფილმა მერმა, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან აუდიტორულ კომპანიას შეუკვეთა კვლევა, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, სადაც დასკვნის მიხედვით წერია, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ კომპანიას შეუწყდეს კონტრაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ახორციელებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას პირნათლად და კანონის დაცვით,“ – განაცხადა ლევან ტაბიძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 10, 2017 13:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics