საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბუნებრივი აირის კომერციული ბაზარი დერეგულირებულია და ნებისმიერ კომპანიას აქვს უფლება, ბუნებრივი აირის შემოტანაზე დაელაპარაკოს “სოკარსაც” და “გაზპრომსაც”.
“კომერციული ბაზარი დერეგულირებულია, ყველა კომპანიას აქვს უფლება დაელაპარაკოს, იქნება ეს “სოკარი” თუ “გაზპრომი” და სადაც უკეთეს ფასს მიიღებს, იქიდან შემოიტანოს ბუნებრივი აირი, ამაში სახელმწიფო არ ერევა.“- განაცხადა კალაძემ.