კახა კალაძე არჩილ თალაკვაძეს ვიცე-მერის თანამდებობას სთავაზობს

არსებული ინფორმაციით, თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს დედაქალაქის მთავრობაში გადასვლას სთავაზობს.

კალაძის შეთავაზებაა, თალაკვაძემ ვიცე-მერის პოსტი დაიკავოს, თუმცა არსებული ინფორმაციით, თანამდებობრივ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სავარაუდოდ, არ დათანხმდება.

არჩილ თალაკვაძე კალაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს

banner
წინა სტატიაში,,დაგროვებითი პენსიის როდესაც ინვესტიციები არის გათვლილი გრძელვადიან პერიოდზე, დანაკარგის ალბათობა მინიმალურია”
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება – საბერძნეთში 8 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით საელჩო ადგილობრივ პოლიციასთან კონტაქტზეა