კახა კალაძე – არ მგონია, რომ ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილებს შეამცირებს

არ მგონია, რომ ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილებს შეამცირებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვისაც სურვილი აქვს, რომ იმუშაოს, მას ექნება ამის საშუალება, ოღონდ იქნება რეგულაციები.
კალაძის თქმით, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული.
“ტაქსების რეგულაციებს რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება ეტაპობრივი ცვლილებები. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის რეგისტრაცია, იმისთვის რომ ვიცოდეთ, თუ რა რაოდენობის ტაქსია დღეს დედაქალაქში. დღეს არანაირი კვლევა არ არსებობს და არანაირი ციფრები არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ტაქსი დადის დედაქალაქში, შესაბამისად, მათი დარეგისტრირება არის აუცილებელი. შემდეგ ეტაპზე მომდევნო წლებში შემოვა რეგულაციები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ტაქსი, ტაქსით მგზავრობა როგორც ეს ხდება ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში”, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტი და უახლოეს მომავალში ამაზე მუშაობა დაიწყება.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ტაქსების რეგულირების საკითხი ფრაქცია „ევროპული საქართველოსთვის“ კატეგორიულად მიუღებელია.
„ტაქსებზე ქალაქის მერიის რეგულატორული პოლიტიკა გამოიწვევს მხოლოდ ისედაც გაღარიბებული ადამიანების კიდევ გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდოდო გუგეშაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იკითხება, რადგან პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ
შემდეგი სტატიაგორში ერთ-ერთი მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს