კახა კალაძე – არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ “სითი პარკის” წარმომადგენლები

არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ “სითი პარკის” წარმომადგენლები, – ამის შესახებ დედაქალაქის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერია კომპანიასთან სამართლებრივ დავას აპირებს.

“სიახლე არაფერი მითქვამს. მე ამას ვამბობდი წინასაარჩევნოდ და ვიმეორებ ახლაც. იქნება სამართლებრივი გზით ბრძოლა. არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ისინი”,- განაცხადა კალაძემ.

კალაძე „სითი პარკის“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც კომპანია აღნიშნავს, რომ ის სტატისტიკა, რომელზეც თბილისის არჩეულმა მერმა ისაუბრა და რომლის მიხედვით, „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრების შემდეგ 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდაა გამოტანილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშიიოჰანეს ჰანი – ჩვენ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების დადებით შედეგებს ვხედავთ
შემდეგი სტატია“სითი პარკთან” ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ”- ნარმანია