კახა კალაძე: 70-იანი წლების შემდეგ ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა

მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა

70-იანი წლების მერე ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა , რომელიც არ იზიარებს “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში შემცირებულია.
“ვერ დაგეთანხმებით, რადგან ეს სხვა მიმართულებით არის დათვლილი. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში განცხადების გაკეთებას ვგეგმავთ, რომ ავხსნათ, თუ რა იგულისხმება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. მინდა გითხრათ, რომ ამდენი ინვესტიცია, ამდენი პროექტის განხორციელება – არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურები, არამედ თბოელექტროსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები, 70-იანი წლების მერე ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70 მილიონო დოლარით, ანუ 89%-ით არის შემცირებული.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
შემდეგი სტატია“მატერიალური ზარალი არის უმნიშვნელო და ვერც იქნება დიდი”- გიორგი ქადაგიძე ბანკებიდან ფულის გატაცებაზე