კახა კალაძე: გარკვეული ცვლილებები, სიახლეები გვექნება 2016 წლის არჩევნებზე

შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას მიესალმება.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო და 2016 წლის არჩევნებზე გარკვეული სიახლეები იქნება.
“რაც შეეხება საარჩევნო ცვლილებებს, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. გარკვეული ცვლილებები, სიახლეები გვექნება 2016 წლის არჩევნებზე. ასევე ვმუშაობთ, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა საერთოდ შეიცვალოს. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. მე აბსოლუტურად მივესალმები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ აქვს ვინმეს სურვილი – იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები დავსხდეთ და ერთობლივად შევუმუშაოთ სწორი საარჩევნო სისტემა, რომელიც იქნება ევროპული დონის და ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა იმისთვის, რომ მუშაობა დავიწყოთ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ჩვენი უმთავრესი ინტერესია ივანშვილის რეჟიმი გავუშვათ