კახა კახიშვილმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თურქეთის იუსტიციის მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. მინისტრმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წერილში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და აღნიშნა, რომ ტერორიზმი მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგაც ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს.
,,ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებსა და ოჯახებს, თურქ ხალხსა და მთავრობას. ეს არის გამოწვევა ყველა სახელმწიფოსთვის. საჭიროა ძალების მიმართვა პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანური მსხვერპლი და ტერორიზმის დამანგრეველი შედეგები“ – ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ქვეყნებს შორის – პირველ კალათაში გადაინაცვლა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად ბერლინში, ბელვიუს სასახლეში ოფიცილური დახვედრის ცერემონია გაიმართა