კახა კახიშვილი : პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით დაინტერესდა

kaxiSvili1

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით დაინტერესდა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი დაინტერესდა არის თუ არა პენიტეცნიურ დაწესებულებაში უზრუნვეყოფილი კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული უფლებები.

„2012 წლიდან გრანდიოზული რეფორმები გავატარეთ და ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამაზე არაერთხელ გაუსვა ხაზი ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა. მათ შორის იმ ორგანიზაციებმა, რომელთა საქმიანობაში შედის პენეტენციური სისტემის შემოწმება. ყველა პატიმრის, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თავად ამ პატიმრებსაც არ გაკუკეთებიათ განცხადებები, რომ მათი უფლებები ირღვევა“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილის საკითხზე არ უსაუბრია.

„მე არ ვარ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი, რომ დეტალურად მესაუბრა გამოძიების დაწყებაზე და გამოძიების მიმდინარეობაზე. მე ვსაუბრობდი მხოლოდ იმ ჭრილში, რა ჭრილშიც შეუძლია ისაუბროს სასჯელაღსრულების მინისტრმა“, – განაცხადა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე DRL-ის საგარეო ურთიერთობათა ოფიცერს შეხვდა
შემდეგი სტატიაილია მეორე მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს I-ს წერილით მიმართავს