ჟურნალისტმა ფოთის მერს პოლიციის ყოფილი უფროსის “საქმენი საგმირონი” შეახსენა

13219749_1211490948884826_1805276324_n“ბატონო ირაკლი კაკულია, ფოთის პოლიციის უფროსის შესახებ, ცუდი არაფერი არ მსმენიაო რომ ცრუობ, დაგავიწყდა, მალთაყვის პლიაჟის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელს, როგორ მიუგზავნა ხალხი ჩხრეკის ჩასატარებლად უკანონოდ?! (თითქოს მასთან იარაღიანი სტუმრის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად), მოგვიანებით კი “დაშინებულ” ბიზნესმენს ჩხრეკის ნამდვილი მიზეზის შესახებ, მაგ სფეროს კურატორმა ვიცემერმა “შინაურულად” (რადგან 7 მანქანა ძვირადღირებული ინერტული მასალა უკვე გამორთმეული ჰქონდა მისთვის) “ატკატებზე” მოსალაპარაკებლად კონტაქტორიბთან შეხვედრა ურჩია! ამის შესახებ თავად დამიდასტურე რომ იცოდი, მოგვიანებით კი, როგორც ვიცი მსგავსი შეხვედრებიც შედგა იმ ბიზნესმენსა და ჩხრეკის “დამზაკაზებლებს” შორის!
თუ პირადად ამ ფაქტში, რის გამოც შეუჩერეს უფლებამოსილება, გენინსპექციის ჩართულობას და 6 თანამშრომელი ქალის მიერ მიცემულ ჩვენებას აღიქვამ უმნიშვნელოდ, რადგან ასეთ საქციელს ამორალურად არ თვლი?! სექსი თანამშრომლებთან სპორტული გართობისთვის, მითუმეტეს ძალადობრივი, ყველაზე ამაზრზენი საქციელია, თუკი ვინმეს დაუმტკიცდა და ამ საქციელის გამპრავებელიც წაიტეხავს სადმე კისერს!”-წერს ჟურნალისტი შორენა მირცხულავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ალანია

 

შეგახსენებთ, რომ  ფოთის პოლიციის უფროსს, ზურაბ ალანიას იგივე (ყულაბა) თანამშრომლები სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ეს მისი მისამართით გამოთქმული პირველი ბრალდება არ არის, თუმცა, თავის დროზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა პირმა, პოლიციის უფროსის გავლენების გამო ბრალდების დამტკიცება ვერ შეძლო და სამსახური დატოვა. ანალოგიური ფაქტი ისევ განმეორდა -როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი ფოთის პოლიციაში მომუშავე ერთ-ერთ გამომძიებელს ს.შ-ს იმის გამო, რომ მან უარი უთხრა ზურაბ ალანიას სექსუალურ ურთიერთობებზე, სამსახურში პრობლემები შეექმნა.

“თაიმერის” წყაროს ცნობით, გამომძიებელი დღე-დღეზე დაწინაურებას ელოდება. ფოთის პოლიციის უფროსს სიტუაციით სარგებლობა და სექსუალურ კავშირზე გამომძიებლის იძულება უნდოდა. მას შემდეგ, რაც მან ყოველ მცდელობაზე უარი მიიღო, ალანია გამომძიებელს გადაემტერა.

ს.შ-მ, ამ დღეებში სამსახურიდან დაკარგა ჩანთა, სადაც ფული, სამსახურის საშვი და საქმის წარმოების დოკუმენტები ედო. გამომძიებლის მიერ ჩანთის დაკარგვის შესახებ პოლიციაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ალანია მას აიძულებდა ეთქვა, თითქოს ჩანთა მან სტადიონზე დაკარგა, რაზეც გამომძიებელმა უარი თქვა. “თაიმერის” წყაროს ცნობით, გამომძიებელი მასალის დაწერის წუთებში დაკითხვაზე იმყოფება, პოლიციაში კი შესულია გენერალური ინსპექცია. პოლიციის უფროსის ოთახში მიმდინარეობს ჩხრეკა.იკითხება სხვა თანამშრომლებიც.

ცნობისათვის, ფოთის პოლიციის უფროსი ზურაბ ალანია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას ბიძაა-სენაკის რაიონი სოფელი ნოსირი. ბოლო ინციდენტის შემდეგ ალანია სასწრაფოდ შვებულებაში გავიდა-აცხადებს “თაიმერის” წაყარო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტს პასუხობს
შემდეგი სტატიახმელთაშუა ზღვაში გაუჩინარებულ “Airbus a 320-ს” ამ დრომდე ეძებენ