კადრები არ შემცირდება – “ოცნების” ოფისში შეხვედრა დასრულდა

პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. ახალ პრემიერს – მამუკა ბახტაძეს, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ისაუბრეს.
მათი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები ისევ გრძელდება. დეპუტატებს არ დაუკონკრეტებიათ, 14 სამინისტროდან რამდენი უწყება დარჩება.
მმართველი გუნდის წვერების თქმით, მათ კონსულტაციებისთვის გარკვეული დრო კიდევ სჭირდებათ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განაცხადებით, სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში კადრები არ შემცირდება.

banner
წინა სტატიაში“კატასტროფით დაასრულებენ ყველაფერს” – ხმალაძე მთავრობაზე
შემდეგი სტატიავმსჯელობთ, რამდენად იქნება მნიშვნელოვანი ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება – ეკა ბესელია