კადიროვს პუტინისმაისურიანი ტარასოვის გაყიდვაზე უარი განუცხადეს

კადიროვს პუტინისმაისურიანი ტარასოვის გაყიდვაზე უარი განუცხადეს

6მოსკოვის “ლოტომოტივმა” უარი განაცხადა საკუთარი მოთამაშის, დიმიტრი ტარასოვის გროზნოს “ტებეკში” ტრანსფერზე – ამის შესახებ ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა.
“ამ ადამიანს უყვარს თავისი პრეზიდენტი, თავისი სამშობლო. მე მინდოდა ის მეყიდა თავის ჯარიმებიანად, მაგრამ დღეს ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ გუნდი მოთამაშის ტრანსფერს არ აკეთებს. უარი თქვეს. ნუ, რას ვიზამთ. მე მისი მხარდაჭერა მინდოდა” – განაცხადა კადიროვმა და დასძინა, რომ ტარასოვის ყიდვა ჩეჩნეთის მეთაურისგან პიარ სვლა არ იყო.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს “ლოკომოტივი” “ფენერბახჩეს” თამაშის შემდეგ, რომელიც სტამბულში გაიმართა, ტარასოვმა გუნდის მაისური გაიხადა და ჩაიცვა მაისური, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი იყო დახატული წარწერით, “ყველაზე ზრდილობიანი პრეზიდენტი”.
აღნიშნულის გამო “ლოკომოტივმა” ფეხბურთელს ჯარიმა 300 ათასი ევრო დააკისრა. სავარაუდოდ, უეფა ფეხბურთელს 10 მატჩით დისკვალიფიკაციას დააკისრებს ფეხბურთის პოლიტიკური ნიშნით გამოყენების გამო.

banner
წინა სტატიაშიბელორუსელმა ჰოკეისტმა თანაგუნდელის სიცოცხლე გადაარჩინა (ვიდეო)
შემდეგი სტატია“კოალიციაში რომელი პარტია იქნება და არა, ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის”, – თამარ კორძაია