კადიროვმა დაღესტნის საზღვარს ჯარი მიაყენა-კონფლიქტის საფრთხე რეალურია (video)

დამოუკიდებელი რუსული მედიისა და ბლოგერების ინფორმაციით, ჩეჩნეთთან მოსაზღვრე დაღესტანურ სოფელ ლენინაულში, ჩეჩნებსა და დაღესტნელ ავარებს შორის მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული ჩხუბი, შესაძლებელია რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ამ ორ ავტონომიურ რესპუბლიკას შორის კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
როგორც მედია და ბლოგერები იუწყებიან, ლენიაულთან სასაზღვრო ტერიტორიაზე ჩეჩნებისა და დაღესტანელების დიდი მობილიზება შეიმჩნევა… გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ჩეჩნები 500-მდე ავტომობილით არიან ჩასული… დაახლოებით 5 კილომეტრით მოშორებით სასაზღვრო ზოლიდან, ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმები და ჯავშანეტექნიკა დგას. საზღვართან მისულ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მაგომედ დაუდოვს დაღესტნელებმა ქვები დაუშინეს, რის გამოც მისი დაცვა იძულებული გახდა ჰაერში სროლებით ეპასუხა, რამაც სიტუაცია უკიდურესად დაძბა.კადიროვმა დაღესტნის საზღვარს ჯარი მიაყენა.

https://youtu.be/XxoSgvqYVyQ

https://youtu.be/4BL8A75Kkdw

banner
წინა სტატიაშიკიევში, გოლოსეევსკის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიათურქეთში ,,სხვის ანგარიშზე გამძღარი,, რუსი ტურისტები დააკავეს