კადიროვის თქმით, ჩეჩნეთს რუსეთის შემადგენლობაში სურს დარჩენა

ჩეჩნეთის მეთაურის დროებითი შემსრულებლის რამზენ კადიროვის თქმით, ჩეჩნეთს რუსეთის შემადგენოობაში სურს დარჩენა – ასეთი კომენტარი გაუკეთა მან რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აჰმად-ჰაჯი კადიროვი თვითონ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რეგიონი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა იყოს. „ვლადიმირ ვლადიმირის ძე აბსოლუტურად მართალია როცა ამბობს, რომ არავის აუძულებია აჰმატ-ხაჯი ეს გზა აერჩია, ის თვითონ მივიდა იქამდე, რომ ჩეჩნეთი რუსეთის და რუსი ხალხის ნაწილი უნდა იყოს. ეს ჩეჩნეთის ინტერესებშია ასე იყოს“ – დაწერა კადიროვმა და დაამატა, რომ ჩეჩნეთის მოსახლეობა მხარს უჭერს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკას, რომელსაც ჩეჩნეთის მთავრობა ატარებს“. მან ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის „სამოქალაო, პოლიტიკურ და სამხედრო დონეზე უმაღლესი შეფასებისათვის“. რაც შეეხება პუტინის შენიშვნას, რომ კავკასიელები ზოგჯერ ხისტები არიან, კადიროვმა უპასუხა, რომ მისი სიტყვები „ზოგჯერ ემოციურია, მაგრამ გულწრფელი, რომელიც გულიდან მოდის“.

banner
წინა სტატიაში,,ვის გადაარჩენდით პოროშენკო და ერდოღანი რომ იხრჩობოდნენ” -ჟირინოვსკის პასუხი
შემდეგი სტატია“საქართველო მიიწევს კეთილდღეობისკენ, პოლიტიკური სტაბილურობისკენ”