კადიროვი თანამდებობას ტოვებს?

სასამართლომ ნემცოვის საქმეზე კადიროვის დაკითხვაზე უარი თქვაჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა “Русской службе новостей”-სთვის გუშინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “შეასრულა საკუთარი მისია” და “აღარ უნდა გააგრძელოს”.
“უნდა კადიროვს გააგრძელოს?

არა, არ მინდა. ახლა სხვა დრო მოვიდა ეკონომიკური და სოციალური გაგებით. ჩვენ გვყავს გუნდში უფრო მეტად პროფესიონალები. ვთვლი, რომ მე შევასრულე ჩემი ვალი და მეშინია სამომავლოდ ტემპი დავკარგო, რომელიც ახლა აღებული გვაქვს. ის ადამიანები, რომლებსაც მივყავართ, გვიყურებენ, გვაბალანსებენ, მათ უკეთ იციან რა არის საჭირო სამომავლო განვითარებისათვის. მე ვთვლი, რომ საკუთარი ვალი მოვიხადე” – განაცხადა კადიროვმა გუშინ, 23 თებერვალს.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სირიის საავადმყოფო დაბომბა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა