კადიროვი: ჩეჩნეთში სპეცრაზმს ამერიკელები მოამზადებენ

სპეცრაზმის მომზადების საერთაშორისო ცენტრში, რომელიც ჩეჩნეთში, გუდერმესში შენდება, ამერიკელი ინსტრუქტორებიც იმუშავებენ – ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

“არ შეიძლება იმ ფაქტის უარყოფა, რომ აშშ-ში ნამდვილად მაგარი ბიჭები არიან, რომელთაც პირდაპირი და არაპირდაპირი გამოცდილება აქვთ ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში სპეცოპერაციების ჩატარების კუთხით” – თქვა კადიროვმა. მისი თქმით, სამსახურის შესახებ განაცხადები კერძო კომპანიებიდან დაახლოებით ათმა ამერიკელმა ინსტრუქტორმა შეავსო. “ეს სახელოვანი ხალხია. ვნახოთ. ამერიკის ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურები ჩეჩნეთში სანქციის ქვეშ არიან” – თქვა კადიროვმა.

მან დაამატა, რომ ცენტრში სპეცრაზმის მეომრებს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ, სხვა ქვეყნებისთვისაც მოამზადებენ.

banner
წინა სტატიაშიბელორუსში საპრეზიდენტო ვადის 7 წლამდე გაზრდაზე ფიქრობენ
შემდეგი სტატიავარდების რევოლუციის წლისთავზე, მინდა მივმართო პარტიას, რომელსაც უკავშირდება საქართველოს ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა