კადიროვი ჩეჩნებს ევროპელი ბომჟების ბედისგან დაიცავს

2-1ჩეჩნეთის უკვე არჩეულმა მეთაურმა რამზან კადროვმა განაცხადა, რომ ის რესპუბლიკის მცხოვრებლებს, რომლებიც მზად არიან ჩეჩნეთი დატოვონ, ამ გადაწყვეტილების შეცვლაში დაეხმარება, ამდაგვარი კომენტარი გაუკეთა “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე მედიაში ადრე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავშესაფრისმაძიებელ ჩეჩნებს პოლონეთი არ უშვებს საკუთარ ტერიტორიაზე.

“სანამ ყველაფერს დაკარგავ და გახდები პირი, რომელსაც საცხოვრებელი არა აქვს, ბომჟი, დაკარგავ საკუთარ რელიგიას, ტრადიციას და ჩვეულებებს, ასჯერ უნდა დაფიქრდე, რას მიიღებ სანაცვლოდ შენთვის და ბავშვებისთვის… უკანა გზა გრძელი და რთული იქნება” – დაწერა კადიროვმა.
მისი თქმით, ჩეჩნებს პოლოენთში, ჰოლანდიასა და ბელგიაში “ადგილობრივი დაზვერვის სამსახურების თანამშრომლებს” ეძახიან, რომლებიც საზღვარგარეთ სამოთხის საძებნელად წავიდნენ.
30 აგვისტოს 200-მდე ჩეჩენმა ბელორუსის საზღვარზე, ბრესტთან, ბანაკი გაშალეს – ისინი პოლოენთმა არ შეუშვა საკუთარ ტერიტორიაზე. რამდენიმე დღის შემეგ ბანაკი დაიშალა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: საუკუნის პროექტი იწყება
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ვარდების მოედანზე აქციას გამართავს