კაცხის მონასტერი ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტში კაცხის მონასტრის სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდი მონასტრის რესტავრაციასთან ერთად მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებსაც აწარმოებს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.

პროექტის ფარგლებში, ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად, აშენდება ტურისტული ცენტრი, რომელიც სრულად აღიჭურვება, როგორც აუცილებელი შიდა, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელ-გაყვანილობის, სისტემებით, ასევე, საჭირო ავეჯით. მოეწყობა ავტოსადგომი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ეკლესიამდე მისასვლელ გზას, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემებს, უკვე მოწყობილია ღია – გადასახედი ტერასა ტურისტებისათვის. დასრულებულია მონასტრის გალავნის რესტავრაციისა და სამრეკლოს აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები, დაგებულია ქვაფენილი, მონასტერთან მისასვლელ სამანქანო გზაზე დასრულდა 45 მეტრი სიგრძის გაბიონის მოწყობა და ასფალტის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტირებული კაცხის სამონატსრო კომპლექსი მეტი ტურისტის მოზიდვის საფუძველი გახდება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიაქართული ოცნებისა და ენმ-ის მხარდაჭერის რეიტინგებს შორის 2,5%-იანი სხვაობაა