კაჩინსკის თვითმფრინავის ნამსხვრევებში ტროტილის კვალი იყო

polonetiპოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია კატინთან ჩამოვარდნილი პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის ნამსხვრევებზე ტროტილის კვალის აღმოჩენის შესახებ.
ინფორმაციაში, რომელიც Gazeta Polska-მ მოიპოვა, საუბარია ოთხ პოლონელ მზვერავზე, რომლებიც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ვიზიტს ამზადებდნენ რუსეთში და რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებლად ირიცხებოდნენ… აქედან ერთი ავიაკატასტროფის დროს კაჩინსკისთა ერთად დაიღუპა და დანარჩენმა სამმა, Ту-154М-ს ჩამოვარდნისთანავე იცოდა, რომ აღმოჩენილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი, თუმცა ეს ინფორმაცია გაურკვეველი მიზეზებით გამოყენებული არ იქნა.
წყაროს ინფორმაციით, ამჟამად პოლონეთის პროკურატურა უკვე იძიებს საკითხს, ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის ინფორმაციის არარეალიზებით, ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი.

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკი ურჩევს სააკაშვილს რუსეთში წავიდეს საცხოვრებლად
შემდეგი სტატიასაყვარელიძე: პოროშენკოს ჯერ არ შევეხებით