კაცები ძალადობის წინააღმდეგ – ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ

“არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ - მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“

კაცები ძალადობის წინააღმდეგ – ამ იდეის გარშემო ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ. მოძრაობას „ჩვენ“ ჰქვია და მისი პრეზენტაცია 7 დეკემბერს სასტუმრო “Rooms თბილისში“ გაიმართება.
ახალი საზოგადოებივი მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს ერთი მხრივ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას და მეორე მხრივ გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოში. მოძრაობა ქართველ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვანებს, ბიზნესმენებს და სხვა პროფესიის წარმომადგენელ კაცებს გააერთიანებს.

პრეზენტაციას მოძრაობის წევრები – ქართველი მორაგბეები, წყალბურთელები, ფეხბურთელები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაციაზე ისინი მისიას, ხედვას და იმ გეგმებს წარადგენენ, რომელთა განხორციელებაც მოძრაობის ფარგლებში იგეგმება. ნაჩვენები იქნება პირველი ვიდეორგოლიც. სტუმრებს იქვე ექნებათ მოძრაობაში გაწევრიანების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ და აქტიურად არიან ჩართულები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.

ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება.

banner
წინა სტატიაშიორგანიზაცია “ახალგაზრდულ ორგანიზაციათა სახლის” ოფისი გაქურდეს
შემდეგი სტატიაოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მიღება 995 უცხოელს სურს