კაბელების საქმე : სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ერთ თვეში მიიღებს

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს

შეიცვლება თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების განაჩენი სააპელაციო სასამართლო გადაწყვტილებას ერთ თვეში მიიღებს. ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურისტებმა მეორე ინსტანციაში უკვე გაასაჩივრეს.

თავისუფალი დემოკრატები სააპელაციო სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. ამ მოთხოვნით მათ დღეს აქცია სააპელაციო სასამართლოს ეზოში გამართეს.

ე.წ. კაბელების საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე ინფორმაცია პარტიის ლიდერებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე მიაწოდეს. ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველიც გაასაჯაროებს.

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარი სასამართლოში პროკურატურამაც შეიტანა. ბრალდების მხარეს მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული 7 წლიანი სასჯელი არასაკმარისად მიაჩნია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში – ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში სარეკლამო დროის ახლებურ გადანაწილებას აპროტესტებს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: რაც რუსთავი 2-ის თავს სახელმწიფოს მხრიდან ხდება, უმძიმესი პოლიტიკური დევნაა