არქეოლოგები ამ ქალაქის მხოლოდ ასაკს ადასტურებენ და ის როგორც სხვები, ამ რეგიონში, 5000-ზე მეტი წლისაა!

თურქულ კაბადოკიაში, უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს

თურქულ კაბადოკიაში, უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინესთურქულ კაბადოკიაში, უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს. აღმოჩენილი კომპლექსი, შეიძლება პლანეტის ყველაზე დიდი მიწისქვეშა ნაგეგობა იყოს. კაბადოკია, რომელიც თურქეთის შუაგულში მდებარეობს, თავის თვალწარმტაცი ბუნებით, გაშლილი ველებითა და კლდოვანი ფერდობებით, დატვირთული ისტორიული ადგილებით, ეკლესიებით, სამარხებითა და მიწისქვესა ქალაქებით. ამ ადგილებზე, რომელსაც პერიოდულად ხეთები, სპარსელები, ალექსანდრე დიდი, რომაელები, ბიზანტიელები და თურქები ფლობდნენ, საუკუნეების მანძილზე სახლდებოდნენ ადამიანები, ჩადიოდნენ არქეოლოგები და აკეთებდნენ ასეულობით საოცარ აღმოჩენებს. მიუხედავად ამისა, ამ რეგიონის ყველა საიდუმლო, დღემდი გაშიფრული არაა. ცოტა ხნის წინ, თურქმა არქეოლოგმა აღმოაჩინა კიდევ ერთი მიწისქვეშა ქალაქი, რომელსაც გააჩნია გვირაბი რომლის სიგრძეც, მინიმუმ 7 კილომეტრია, რომელსაც გააჩნია შენიღბული ეკლესიებიე და საიდუმლო გასასვლელიბი! კაბადოკია განტქმულია აგრეთვე სხვა არქეოლოგიური აღმოჩენებიტაც, რომლის მაგალითიც ცნობილი მიწისქვეშა ქალაქი ,,დერინქოი,, გახლავთ, რომელიც მიწისქვეშა 11 სართულიან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც 600-დე შესასვლელი აქვს და ათეულობით კილომეტრი გვირაბი, რომელიც 20000 კაცის საცხოვრებელად იყო განკუთვნილი. ეს ქალაქები, გარდა იმისა, რომ მიწისქვეშაა განლაგებული, ის არაფრით არ განსხვავდება, იმდროინდელი მიწისზედა ქალაქებისაგან. მათ ისევე ჰქონდათ საქონლის და ცხენებისათვის სადგომები, ჭები, წყლის ავზები, საცხობები, აბანოები, სავენტილაციო შახტები , სამარხები და ა.ს. ვარაუდობენ, რომ ეს ბოლო აღმოჩენა, ,,დერინქოიზე,, უფრო დიდია და ის შეიძლება პლანეტის ყველაზე დიდი მიწისქვეშა ქალაქი იყოს.

banner
წინა სტატიაში,,ჭიკაიძის ჩიჩილაკები,, სამეგრელოში!
შემდეგი სტატიამას საფეხბურთო წრეებში ,,ნარა,,ს ეძახიან, მისი ნამდვილი სახელი და გვარი – გულნარა გაბელიაა.