ჯუმბერ კირვალიძე:”უვიზო მიმოსვლით დაიწყება და დეოკუპაციით დასრულდება”?!

"ბიძინა ივანიშვილი "დროში აცდენილია" და ამას ვერ ხვდება"! ჯუმბერ კირვალიძერუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წლის დეკემბერში შემოიღო, – პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში. ხოლო 2015 წლის დეკემბერში, ანუ 15 წლის შემდეგ, იმავე პრეზიდენტის პუტინის დროს, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს მაქსიმალურად ამარტივებს და როგორც ჩანს, მალე სულაც გააუქმებს (საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ჯერ კიდევ 2011 წელს)-აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე.მისივე განცხადებით 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი იყო, სწორედ მაშინდელი პრემიერ–მინისტრის და რუსეთის რეალური მმართველის პუტინის ინიციატივით მოხდა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპირება და მათი “დამოუკიდებლობის ცნობა”.

კირვალიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო, დღეს არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ, როგორც ზევით მოგახსენეთ, მოსალოდნელია სავიზო რეჟიმის მთლიანად მოხსნა ორ ქვეყანას შორის! ნამდვილი პარადოქსია! ქვეყნებს, რომლებსაც არა აქვთ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მეტიც, ერთს ოკუპირებული აქვს მეორის ტერიტორიის 20%, ისინი თანხმდებიან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე?! რა ხდება, რაზე მიანიშნებს ამ ისტორიული თარიღების, მოვლენების და პიროვნებების “დამთხვევები”?! ვფიქრობ, რომ “შემთხვევითობასთან ერთად” საქმე გვექნება პრაგმატულ და ლოგიკურ ქმედებებთან, რაც დიდად სასარგებლო იქნება თუ ამას საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დროულად აუღებს ალღოს, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები, – დღეს ოკუპანტ, ხვალ კი პარტნიორ რუსეთთან, – რომელიც უვიზო მიმოსვლით დაიწყება და მომავალში, სასურველია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით და გამთლიანებით დასრულდება!-მიიჩნევს პოლიტოლოგი.

banner
წინა სტატიაშითბილისში დაგეგმილი სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გადაიდო
შემდეგი სტატიააშშ-ის სანქციებში საქართველოს VTB ბანკის ფილიალი მოხვდა-რომან გოცირიძის პირველი კომენტარი