ჯუმბერ კირვალიძე: ლევან თედიაშვილი შიმშილობისას თუ დაიღუპა, საგარეჯოდან და მთელი საქართველოდან “ხარება და გოგია” დაიძრება თბილისისაკენ!

news
: news ნოემბერი 11, 2015 19:32

ჯუმბერ კირვალიძე: ლევან თედიაშვილი შიმშილობისას თუ დაიღუპა, საგარეჯოდან და მთელი საქართველოდან “ხარება და გოგია” დაიძრება თბილისისაკენ!

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ ორი მინისტრი, თავდაცვის თინა ხიდაშელი და გარემოს დაცვის გიგლა აგულაშვილი, გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან- ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე თავის განცხადებაში საუბრობს.

“გუშინ ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მძიმე შეცდომას უშვებენ, როცა საჯარო გამოსვლებში აიგივებენ ივანიშვილ–ღარიბაშვილს, უსუფაშვილ–ხიდაშელთან, ვინაიდან, ასეთი რიტორიკით ხელს უწყობენ მათ “ერთ პოლიტიკურ გუნდად წარმოჩენას”, რაც რეალურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგეხსენებათ, რომ საგარეჯოს შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგეზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ზემოთ აღნიშნულმა ორმა მინისტრმა, რომლებმაც საკუთარი თანაპარტიელის რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელის ‘”გამარჯვებისთვის” ყველანაირი მორალური და სამრთლებრივი ნორმა გადალახეს, რის საპასუხოდაც “დამარცხებულმა”, რეალურად კი გამარჯვებულმა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს მთავრობის კანცელარიასთან, რომელიც უკვე მესამე დღეა გრძელდება. შიმშილობის ამ აქციაში, ირმა ინაშვილთან და სხვებთან ერთად მონაწილეობს ლეგენდარული სპორტსმენი, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფალავანი, ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, საგარეჯოელი ლევან თედიაშვილი, რომელიც მძიმე დიაბეტით არის დაავადებული და მისი ასაკის გათვალისწინებით სავსებით მოსალოდნელია, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს! მართალია, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა თხოვნით მიმართა (მთავრობიდან არავინ!) ი.ინაშვილს, რომ შიმშილობა შეეწყვიტათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი “დისტანციური მიმართვა” საკმარისი არ არის და მოშიმშილეებთან უშუალო კონტაქტია აუცილებელი ქვეყნის პირველი პირების მხრიდან, უწინარესად კი, პრემიერ ღარიბაშვილისგან! იცით რა, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, საინტერესოა, სად არის საქართველოს სპორტული საზოგადოება, ქართველ მოჭიდავეთა ოჯახი? როდესაც ასაკოვანი და ასეთი სახელოვანი სპორტსმენი ქუჩაში სიცივეში შიმშილობს, განა იმას მაინც არ იმსახურებს, რომ მისი ჯანმრთელობით შეწუხდეს და საჯარო მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს საქართველოს სპორტის მესვეურებმა?! მოკლედ, ვისაც ეკუთვნის იცოდეს, რომ ლევან თედიაშვილი შიმშილობისას თუ დაიღუპა, საგარეჯოდან და მთელი საქართველოდან, სახალხო მოძრაობა “ხარება და გოგია” დაიძრება თბილისისაკენ, პასუხის მოსათხოვნად! დიახ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოვლენები თუ ასე განვითარდა და უსამართლობამ აჯობა სამართლიანობას, მაშინ ქართველი ხალხი იტყვის თავის სათქმელს, რომელიც არაერთხელ უთქვამს ჩვენი ისტორიის მანძილზე და მერე, იქ, ძალაუფლების მაღალ კვარცხლბეკზე მდგომთათვის – “გვიანღა იქნება თითზე კბენანი”!!!..”,- აცხადებს კირვალიძე.

news
: news ნოემბერი 11, 2015 19:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,388
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics