“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWP

სამგორის რაიონში, მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზიანების გამო, მოსახლეობის ნაწილს, 10 მაისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის, II მიკრორაიონის N25 კორპუსთან, ავარიულად დაზიანდა წყასადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ორი საავარიო ბრიგადა, შემდუღებლების ოთხი ერთეული ჯგუფი და მძიმე ტექნიკა.

სამუშაოები მიმდინარეობს საგანგებო რეჟიმში, იცვლება 900 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთი.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება, მოსახლეობას, გარკვეული პერიოდულობით შეეზღუდებათ.

ამ დროისთვის წყლის მოწოდება შეწყვეტილი აქვს:
ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ-ს, წულუკიძის ქუჩას თავის შესახვევებით, ჯავახეთის მეორე შესახვევს, აეროდრომის დასახლების მეოთხე და მეექვსე ქუჩებს, კახეთის გზატყკეცილ N36, 34 ის კორპუსებს – წყალმომარაგება ხვალ, 10 მაისს, დილის 09:00 საათიდან აღდგება.

13:00-დან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ვაზისუბნის I, II, III, IV მ/რ-ს, ვაზისუბნის დასახლებას, ვარკეთილის მე-4 მ/რ-ს მე-3კვარტალს, შანდორ პეტეფის ქუჩას – ტექნიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, აღნიშნულ მისამართებს წყალმომარაგება განმეორებით შეუწყდება 10 მაისს 01:00 – დან დილის 09:00 საათამდე.

13:00 საათიდან 10 მაისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
მთისძირის ქუჩას თავის შესახვევებით, ყვარლის ქუჩა N126-დან 142-მდე და N135-დან N159-მდე, ყვარლის ქუჩაზე მდებარე კადეტთა კორპუს, უშაკოვის და მშველიძის ქუჩებს, პირველი ნავთლუღის დასახლების I, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, ქუჩებს, მე-2 შესახვევს, ძმები ორბელების, ხარაბაძის, უზნაძის ქუჩებს.

ტექნიკური სამუშაოების წარმობის პერიდში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობის წყალმომარაგებას სპეციალური ცისტერნების მეშვეობით უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე ცისტერნები განლაგებულია – ვარკეთილის ზემო პლატოს N11, 25 კორპუსებთან.
დღის განმავლობაში მათი განაწილება მოხდება მოთხოვნის შესაბამისად. ცისტერნების ადგილმდებარეობის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას, აბონენტები ცხელი ხაზის საშუალებით მიიღებენ.

დამატებით, დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროები ეწვივნენ