ჯონ მაკკეინი – მე ვბრუნდები

სენატორი მაკკეინი facebook – ის საშუალებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. “რესპუბლიკელი” სენატორი ამბობს, რომ ვერაგ დაავადებას ებრძვის და სამსახურში დასაბრუნებლად მზადაა, რისთვისაც რამდენიმე კვირა დასჭირდება.

“ჩემი მკურნალობის საქმე კარგად მიდის. თავს კარგად ვგრძნობ. მოდით, ვიყოთ გულახდილები -ეს ძალიან დაუნდობელი დაავადება . ეს ძალიან უხეში და პირდაპირი განმარტებაა, მაგრამ ყოველთვის მახასიათებდა პირდაპირ საუბარი. უნდა შევუტიო მას. საბედნიეროდ, ექიმებმა ის ნაადრევად აღმომიჩინეს და მკურნალობაც ძალიან კარგად მიდის. კიდევ ორი კვირა უნდა ვიმკურნალო, შემდეგ შეამოწმებენ, დარჩა თუ არა რამე და გახდება თუ არა საჭირო დამატებითი პროცედურების ჩატარება.

მეგობრებო, ეს ძალიან ბოროტი დაავადებაა, მაგრამ მასთან ერთად სხვა გამოწვევებიც მაქვს. არ მინდა განვმეორდე, მაგრამ მივმართავ დემოკრატ და რესპუბლიკელ კოლეგებს – მე ვბრუნდები. იმათაც კი, ვისაც უნდათ, რომ მოვკვდე, არ სურთ, რომ ეს ახლა მოხდეს – ეს უკვე კარგია”,-ამბობს მაკკეინი.

banner
წინა სტატიაშირუსი სამხედროების მიერ 9 აგვისტოს გატაცებული თენგიზ მიქავა თავისუფალია
შემდეგი სტატიასექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება