ჯონ მაკეინი: პუტინი არის ბანდიტი, მკვლელი და კგბ-ს აგენტი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელი ურევია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში და ალეპოს საავადმყოფოების დაბომბვაში. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს სენატორმა ჯონ მაკეინმა ტელეარხ CBS-ის პროგრამა “Face the Nation”-ის ეთერში. მან აღნიშნა, რომ პუტინს უნდა ეწოდოს ის, რასაც წარმოადგენს. მაკეინის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი მხოლოდ ძალისმიერი პოზიციიდან გამომდინარე არის შესაძლებელი.
მაკეინმა გამოთქვა იმედი, რომ ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გაითვალისწინებს იმ ხალხის აზრს, ვისაც მთელი ქვეყანა სცემს პატივს, კერძოდ გადამდგარი გენერლის ჯეიმს მეტისის მოსაზრებებს, რომელმაც შესაძლოა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავოს.

2 დეკემბერს გაზეთ The Washington Post-ში გამოქვეყნდა ცნობა, რომ დონალდ ტრამპს თავდაცვის მინისტად სურს იხილოს ჯეიმს მეტისი, რომელიც მკაცრი სამხედრო პოლიტიკის მომხრეა რუსეთის და ირანის მიმართ.

banner
წინა სტატიაშიგალელ ქართველებს ხაჯინბას მიტინგებზე ძალით ერეკებიან
შემდეგი სტატიამაკკეინი ტრამპს არჩევნებში კრემლის ჩარევის აღიარებისკენ მოუწოდებს