(video) ჯონ კერიმ პარიზის შეთანხმებას ხელი შვილიშვილთან ერთად მოაწერა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ხელი მოაწერა „პარიზის შეთანხმებას კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან ბრძოლის შესახებ“. დოკუმენტის ხელმოსაწერად სახელმწიფო მდივანი სცენაზე გამოვიდა მცირეწლოვანი შვილიშვილით ხელში, რამაც დამსწრე მსოფლიო ლედერებს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხელმოწერის შემდეგ, კერიმ გოგონას შუბლზე აკოცა და დატოვა სცენა.

 

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: “ხმამაღლა ფიქრები საქართველოში ნატოზე და ნატოზე საქართველოში”
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: სამეგრელოს მაჟორიტართა კანდიდატები