ჯონ კერი : თურქეთი ამზადებს ოფიციალურ მოთხოვნას გიულენის ექსტრადიციის თაობაზე

ჯონ კერი : თურქეთი ამზადებს ოფიციალურ მოთხოვნას გიულენის ექსტრადიციის თაობაზე

გიულენი არ გამორიცხავს, რომ გადატრიალება დადგმული იყოსოფიციალური მოთხოვნა ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიციის თაობაზე თურქული მხარისგან ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია – განაცხადა CNN -ის ეთერში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. „აშშ არავის არ მალავს, ჩვენ არასდროს მიგვიღია ოფიციალური მოთხოვნა და ყოველთვის ვამბობდით: მოგვეცით მტკიცებულებები, ჩვენ გვჭირდება მყარი სამართლებრივი ფუნდამენტი, რომელიც შეესაბამება ექსტადიციის სტანდარტებს, რათა ჩვენმა სასამართლოებმა მისცენ თანხმობა“ – აღნიშნა კერიმ. მისი თქმით, თურქეთი ამჟამად ამზადებს მოთხოვნის ტექსტს შეერთებულ შტატებში გასაგზავნად. კერიმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „თურქეთის მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებაა, რომ თითქოს ამერიკა მონაწილეობდა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში“.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია ინჯირლიკის სამხედრო ბაზის მეთაური
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრომ მიმდინარე წლის 16-17 ივლისს, ბორჯომში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩაატარა