ჯონ კერი საქართველოში 6 ივლისს ჩამოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი საქართველოში 6 ივლისს ჩამოვა.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კირბის განცხადებით, ჯონ კერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ, კერძოდ, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის ხმარდაჭერასა და ოქტომბერში დაგეგმილი არჩენებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა მუხიანის საგამოცდო ცენტრში მივიდა
შემდეგი სტატიათამარაშვილის ქუჩა 3 ივლისს რამდენიმე საათით გადაიკეტება