ხათუნა ლაგაზიძე: ჯობს პრემიერმა თავად აიყვანოს კონტროლზე რაიონებში არსებული გარემო

ხელისუფლების პოზიცია საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს

„საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, “ჯობს პრემიერმა თავად აიყვანოს კონტროლზე რაიონებში არსებული გარემო, სანამ პროცესებს შეუქცევადი ხასიათი მიუღია”.

“ჩვენ არ გვაქვს განწყობა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენოთ”, – თქვა გუშინ პრემიერმა და მჯერა, რომ მას თავად ასეთი განწყობა ნამდვილად არ აქვს. “მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს მახინჯი, ავადმყოფური მისწრაფება ჩინოვნიკისა, რომ აკონტროლოს ოპონენტი, სხვადასხვა ბერკეტები გამოიყენოს მის წინააღმდეგ, ამოიძირკვოს ამ ქვეყანაში. მე პირადად მაქვს ზიზღი ამისა” – ესეც კვირიკაშვილმა თქვა და ამისაც მჯერა, რომ თავად ოპონენტთან ურთიერთობაში უკადრებელს არაფერს იკადრებს. მაგრამ ხელისუფლება ადგილებზე ისეთებს კადრულობს, ლოზუნგით: დავეწიოთ და გადავასწროთ “ნაცებს” – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. როგორი კომიკურები არიან, ერთი განახათ. ამაზე დაწვრილებით დღევანდელ ბრიფინგზე მოგახსენებთ. ამიტომ, ჯობს პრემიერმა თავად აიყვანოს კონტროლზე რაიონებში არსებული გარემო, სანამ პროცესებს შეუქცევადი ხასიათი მიუღია”, – წერს ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი: სლოვაკეთის მხარდაჭერა აბსოლუტურად უპირობოა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძემ ”საქართველოს განვითარების ფონდის” წევრების მიმართ ხელის შეშლის ფაქტები დაასახელა