ჯიხაშკარში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

ჯიხაშკარში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 163 ე მუხლით დაიწყო.

მუხლი გულისხმობს საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია.

სოფელ ჯიხაშკარში, 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე რამდენიმე პირი შეიჭრა.

უბნებზე დამტვრეულია საარჩევნო ყუთები, გარდა ამისა, შეურაცხყოფა მიაყნეს საარჩევნო კომისიის წერებსაც. როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, თავდამსახმელენს შორის ერთ-ერთი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

banner
წინა სტატიაში“არ მიკვირს მსგავსი ტყუილის მოსმენა” – ლევან იზორია მარნეულის ინციდენტში სუს-ის მონაწილეობაზე
შემდეგი სტატიაცესკო პირველად მონაცემებს აქვეყნებს- “ქართული ოცნება”-53.43%; “ნაციონალური მოძრაობა”- 24.69%